ქირავდება საოფისე ფართი საბურთალოზე
საბურთალოს ერთ-ერთ მოთხოვნად ლოკაციაზე, ახალაშენებული კორპუსის მე-6 სართულზე, ქირავდება კომფორტული და ფუნქციური საოფისე ფართი.
ფართი მოიცავს 5 დამოუკიდებელ ოთახს, 2 სველ წერტილს, სრულფასოვან სამზარეულოს და დამატებით გარე სივრცეებს. ოფისის მთავარი უპირატესობაა დიდი ვერანდა, რომელზე გასვლაც შესაძლებელია როგორც სამზარეულოდან, ასევე ორი დამოუკიდებელი ოთახიდან, რაც ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოსა და დასვენების სივრცეს თანამშრომლებისთვის.
ასევე, ფართს აქვს პატარა აივანი.
იდეალურია სხვადასხვა ტიპის კომპანიისთვის, წარმომადგენლობითი ოფისისთვის, სასწავლო ცენტრისთვის ან სხვა კომერციული საქმიანობისთვის.