ქირავდება პრემიუმ კლასის კომერციული ფართი ცალკე მდგომ შენობაში, დიდ დიღომში, მირიან მეფის გამზირის 64 ნომერში. ფართი არის სრულიად გარემონტებული, თანამედროვე დიზაინით, მაღალი ჭერითა და მთლიანი ვიტრაჟებით, რაც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებასა და გამორჩეულ ვიზუალს.
ობიექტი მდებარეობს ქუჩის პირველ ზოლში, აქტიურ და მარტივად მისადგომ ლოკაციაზე. ფართის წინ განთავსებულია პარკინგის ადგილები, რაც დამატებითი კომფორტია როგორც თანამშრომლებისთვის, ისე მომხმარებლებისთვის.
ფართი იდეალურად გამოდგება სხვადასხვა ტიპის საქმიანობისთვის — შოურუმი, ოფისი, კლინიკა, სალონი, მაღაზია, კაფე/რესტორანი და სხვა კომერციული დანიშნულებით.
ფასი მითითებულია დღგ-ს გარეშე.