გთავაზობთ იჯარით კომერციული ფართი მესტიის რაიონში, მისამართზე: დავით აღმაშენებლის №32, ცენტრალურ და აქტიურ ქუჩაზე. მეორე საჯარო სკოლასთან ახლოს.
ფართი არის ახლადაშენებული და ძირითადი კომერციული სივრცე შეადგენს 400 კვ.მ-ს. ორ სართულიანი, სართული 200კვ.’მ. შესაძლებელია სართულების ცალ-ცალკე ქირაობაც. აქვთ ერთამნეთისგან დამოუკიდებელი შესასვლელიც. ობიექტი მდებარეობს კომერციულად მიმზიდველ ლოკაციაზე და შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დანიშნულებით, მათ შორის სავაჭრო, მომსახურების, საოფისე, შოურუმის, აფთიაქის, კვების ობიექტის, სუპერმარკეტის ან სხვა ბიზნესსაქმიანობისთვის.
ფართის მნიშვნელოვანი უპირატესობებია:
მდებარეობა მესტიის ცენტრალურ ქუჩაზე;
ახლადაშენებული კომერციული სივრცე;
ძირითადი კომერციული ფართი — 400 კვ.მ;
20-მეტრიანი ვიტრაჟული ფასადი, რაც უზრუნველყოფს მაღალ ხილვადობას და ეფექტურ ბრენდინგს;
დამატებით აქვს სარდაფი — 57 კვ.მ, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სასაწყობე ან სხვა დამხმარე დანიშნულებით;
კომერციული ფართის წინ არსებული საპარკინგე ადგილი;
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ეტაპზე შესაძლებელია ფართის შიდა დაგეგმარებისა და ფუნქციური მოწყობის დამქირავებლის საჭიროებებზე მორგება;
ობიექტს აქვს სასაწყობე ფართი;
სასაწყობე ფართს გააჩნია დამოუკიდებელი მისასვლელი გზა და დოკი, რაც კომფორტულია ტვირთის მიღებისა და ლოგისტიკური პროცესებისთვის.
აღნიშნული ფართი განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ მესტიაში ცენტრალურ ლოკაციაზე წარმომადგენლობის, სავაჭრო ობიექტის, მომსახურების სივრცის ან ქსელური ობიექტის გახსნა.
ამჟამად სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. (ფოტო განახლდება რამდენიმე დღეში)
დაინტერესების შემთხვევაში, მზად ვართ მოგაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია, ფოტოები და დეტალები, ასევე შევათანხმოთ ობიექტის დათვალიერების დრო. 593906368