ქირავდება 336 მ² კომერციული საოფისე ფართი საბურთალოზე, პეკინის 27 და ანა კალანდაძის #6 კვეთაზე, მე-5 სართულზე. ფართს აქვს 6 ოთახი, ცალკემდგომი სამზარეულო, სერვერების ოთახი და სათავსო, ასევე სარეზერვო გენერატორი. ფართი უზრუნველლყოფილია გათბობისა და გაგრილების სისტემებით. შესაძლებელია 2 ავტომანქანის უფასო ზონალურ პარკინგზე განთავსება. სურათზე ნაჩვენები ავეჯი არ რჩება. შენობაში არის ლიფტი. ქირის მინიმალური ვადა უნდა იყოს 2 წელი. საიჯარო თანხა მოიცავს საშემოსავლო გადასახადს (ფართის მესაკუთრეა 2 ფიზიკური პირი). საოფისე ფართი თავისუფლდება ნოემბრიდან. ოფისი მდებარეობს პრესტიჟულ ადგილას, რაც უზრუნველყოფს მარტივ წვდომას და კომფორტულ გარემოს ბიზნესისთვის. ფართი იდეალურია საოფისე საქმიანობისთვის. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ დამიკავშირდეთ განცხადებაში მითითებულ ნომერზე.