ქირავდება ახალი გარემონტებული კეთილმოწყობილი 910 კვ.მ საოფისე კომერციული ფართი მთაწმინდაზე , ჩიტაძის ქუჩაზე . საოფისე ფართი განთავსებულია ახალაშენებული სახლის მაღალ პირველ სართულზე ფართში მოხვედრა ქუჩიდან დიდი ვიტრაჟული კარითაა შესაძლებელი, საიდანაც რამოდენიმე საფეხურის ავლის შემდეგ ვუკავშირდებით მთავარ საოფისე სივრცეს. ფართში გამოყოფილია სამი დიდ დარბაზი საოფისე სივრცე მოიცავს ორ დიდ, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებულ საკონფერენციო დარბაზს, კეთილმოწყობილ და კომფორტულ კაბინეტებს, იზოლირებულ, სამზარეულოსა და გადახურულ ვერანდას (რომელიც შეადგენს 110 კვ.მ) , რომელიც დამატებით გთავაზობთ სიმყუდროვეს და კომფორტს .