ქირავდება 3-სართულიანი ცალკე მდგომი საოფისე შენობა ორი ეზოთი | ჩუღურეთი | 540 მ²
ქირავდება ცალკე მდგომი 3-სართულიანი კომერციული შენობა ორი საკუთარი ეზოთი, ჩუღურეთში, ნიკო ფიროსმანის სკვერთან — გიორგი ჩიტაიას ქ. 26-ში. ობიექტი მდებარეობს საბჭოს მოედანთან ახლოს და გამოირჩევა ქალაქის სხვადასხვა ნაწილთან კარგი სატრანსპორტო კავშირით.
შენობაში თავდაპირველად ფუნქციონირებდა საბავშვო ბაღი, შემდგომ კი ჰოსტელი. ამჟამად მიმდინარეობს შენობის სრული განახლება და მისი თანამედროვე საოფისე სამუშაო სივრცედ გარდაქმნა. სარემონტო სამუშაოები მთავრდება 2026 წლის ოქტომბრის თვეში.
შენობის საერთო ფართობია 540 მ², ხოლო კიბის უჯრედის გარეშე გამოსაყენებელი ფართობი დაახლოებით 520 მ²:
-1 სართული — 142 მ²
1 სართული — 184 მ²
2 სართული — 194 მ²
შენობას დამატებით აქვს ორი კერძო ეზო — 122 მ² და 46 მ², ჯამურად 168 მ².
ობიექტი ბარდება სტანდარტულ თეთრ კარკასზე მნიშვნელოვნად უფრო დასრულებულ, ე.წ. soft-finished white frame მდგომარეობაში, რაც მოიჯარეს საშუალებას აძლევს მინიმალური დამატებითი ინვესტიციით მოაწყოს სივრცე საკუთარი მოთხოვნების და სპეციფიკაციის შესაბამისად.
დასრულებული იქნება ინდუსტრიული იატაკი და ღია ინდუსტრიული ჭერი, ახალი ალუმინის კარ-ფანჯრები, ელექტროგაყვანილობა, სრულად მოწყობილი სველი წერტილები, კედლების ხის/პანელური მოპირკეთება, სამზარეულოს/კიჩენეტის ზონა. განათების, დამატებითი დაგეგმარებისა და ინტერიერის პერსონალიზაცია შესაძლებელია მოიჯარის საჭიროების შესაბამისად. MEP სისტემების საბოლოო გადაწყვეტა შეთანხმდება მოიჯარესთან.
შესაძლებელია როგორც მთლიანი შენობის, ისე ცალკეული სართულების/ნაწილების გაქირავება.
საიჯარო ფასი: $16 / მ² + დღგ
მინიმალური იჯარის ვადა: 2 წელი