ქირავდება სახლი ქალაქის ერთ-ერთ პრესტიჟულ და მყუდრო უბანში. კრწანისის ქუჩა ცნობილია თავისი სიმშვიდითა და გამწვანებული გარემოთი, რაც იდეალურ პირობებს ქმნის კომფორტული ცხოვრებისთვის. სახლი არის 4 სართულიანი და არის სრულად აღჭურვილი საჭირო ინვენტარით . აქვს 5 სველი წერტილი , სამიდან ორ საძინებელს აქვს საკუთარი საგარდირობე ოთახი და სველი წერტილი, ცალკე სართულზეა განთავსებული სათავსო, სარეცხი/საშრობი ოთახი და ბუხრის ოთახი. ღია ვერანდიდან იშლება შესანიშნავი ხედი . წინა და უკანა ეზო კეთილმოწყობილია , ასევე შესაძლებელია სახლის ქვევით არსებული მიწის ნაკვეთი გამოიყენოთ მებაღეობისთვის .
სახლი მუდმივად ქირავდება და კოსმეტიკური სამუშაოები უტარდება ახალი მაცხოვრებლის მიღებამდე.
სახლის სიახლოოვეს არის საელჩოები, საბავშვო ბაღი, სკოლა, მარკეტი პროდუქტებისთვის ,აფთიაქი, ავტობუსის გაჩერება.
ვარ მესაკუთრე და ვთანამშრომლობ სააგენტოებთან . ფასის კორექტირება შესაძლებელია,დამოკიდებულია ქირავნობის ხანგძლივობასთან და შეთანხმების პირობებთან.