ქირავდება თანამედროვე, მაღალი ხარისხის აღჭურვილი თბო და ენერგოეფექტური სახლი კოჯორში, ქოროღლის უბანში.
სახლს აქვს გარშემორტყმული მუხის ტყე, დიდი ეზო გართობის და მოსვენებისთვის. მოწყობილია ცენტრალური გათბობა, კონდენსაციური ქვაბით და სველ წერტილებში იატაკის გათბობით. იმდენად ეკონომიურია სისტემა (სახლიც აგებულია პოლისტიროლის ბლოკით), რომ გათბობის ხარჯი ცივ ზამთარშიც მაქსიმუმ 200 ლარია.
სახლს აქვს სამი სველი წერტილი, ერთში მოწყობილია სამრეცხაო (სარეცხი და საშრობი მანქანები) და სათავსო. ერთ სართულზე არის დიდი მისაღები, სამზარეულო და სამი საძინებელი და ორი სველი წერტილი. ქვედა ნახევარსარდაფი სართულია, მოწყობილია პატარა სამზარეულო, დიდი მისაღები, ორი საძინებელი, კინოთეატრი და სამრეცხაო.
სახლის ერთადერთი პრობლემაა ის, რომ ბოლო 200 მეტრი გრუნტის გზაა და მაღალი გამავლობის მანქანის გარეშე სველ ამინდში სახლამდე ვერ მიხვალთ.
ქირავდება მაისის ბოლომდე მხოლოდ.