ქირავდება 6 ოთახიანი სასტუმრო ვერაზე

ქირავდება 6 ოთახიანი სასტუმრო ვერაზე

32ID: 26412509
ზანდუკელის ქუჩა;
3,896₾
საშუალოზე იაფი
150 მ²
ფართი
6
ოთახი
4
საძინებელი
1 / 2
სართული

მოკლე აღწერა

‌ქირავდება სრულად მოწყობილი სასტუმრო თბილისის პრესტიჟულ ტურისტულ ლოკაციაზე — Rooms Hotel Tbilisi-დან დაახლოებით 50 მეტრში და მეტრო „რუსთაველი“-დან რამდენიმე წუთის სავალზე.

ობიექტი შედგება 6 ოთახისგან: მისაღები/რეცეფცია, დიდი სამზარეულო და 4 სასტუმრო ნომერი, თითოეული საკუთარი აბაზანა-ტუალეტით. ფართს აქვს 3.2 მ ჭერის სიმაღლე, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერები, ინტერნეტი, ტელევიზია და ყველა საჭირო კომუნიკაცია.

სასტუმრო ქირავდება ავეჯითა და ტექნიკით სრულად აღჭურვილი, რაც ახალ მოიჯარეს საშუალებას აძლევს საქმიანობა მინიმალური დამატებითი ხარჯით დაიწყოს.

ობიექტს აქვს ქუჩიდან დამოუკიდებელი შესასვლელი, ასევე იზოლირებული გასასვლელი შიდა ეზოს მხრიდან. უკანა მხარეს არის მყუდრო შიდა ეზო/ბაღი, რომელიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სტუმრების დასასვენებელ სივრცედ. ასევე ხელმისაწვდომია პარკინგის ადგილი.

ლოკაცია განსაკუთრებით ხელსაყრელია სასტუმროსა და ტურისტული განთავსების ბიზნესისთვის — ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, რუსთაველის გამზირთან და მეტროსთან ახლოს.

დამატებითი პარამეტრები

სტატუსი
დასრულებული
მდგომარეობა
ახალი გარემონტებული
პროექტის ტიპი
არასტანდარტული
სვ.წერტილები
3+
ჭერის სიმაღლე
3.2 მ
გათბობა
ცენტრალური გათბობა
პარკირება
ეზოს პარკინგი
აივანი
1/25 მ²
Owner logo
მარიამი
აგენტი
ყველა განცხადება (130)
მარიამი
აგენტი

თუ განცხადებაში მითითებული ინფორმაცია არასწორია, გაასაჩივრე

ღირებულების შკალა

შკალაზე ღირებულება განისაზღვრება საიტზე მსგავსი პარამეტრების მქონე უძრავი ქონების ფასის მიხედვით

3,896 ₾

დაბალი ფასი

საშუალოზე იაფი

საშუალო ფასი

საშუალოზე მაღალი

მაღალი ფასი