ქირავდება საოფისე ფართი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე
ქირავდება 146 მ² ფართობის ნათელი და მყუდრო საოფისე ფართი ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე.
ფართი გამოირჩევა კარგი დაგეგმარებითა და კომფორტული სამუშაო გარემოთი. შედგება 5 ოთახისგან, რომელთაგან 4 ოთახს აქვს პირველადი განათება და ყველა მათგანი გადის დიდ აივანზე. ეზოს მხარეს განლაგება უზრუნველყოფს მყუდრო და სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
ძირითადი მახასიათებლები:
• 146 მ²
• 5 ოთახი
• 4 ოთახი პირველადი განათებით და აივანზე გასასვლელით
• 2 სველი წერტილი
• პარკეტის იატაკი
• ცენტრალური გათბობა
• 3 კონდიციონერი
• აღჭურვილი სამზარეულო (მაცივარი, გაზქურა, კარადები)
• 2 ზონალური პარკირების უფლება
საიჯარო ღირებულება შეადგენს 1,400 აშშ დოლარს თვეში.