ქირავდება თანამედროვე სახლი შინდისში, გრძელვადიანი ვადით. სახლი სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და ტექნიკით და მზადაა საცხოვრებლად.
პირველ სართულზე განთავსებულია ვრცელი მისაღები დარბაზი სამზარეულოსთან ერთად, ასევე სასტუმრო სველი წერტილი და სათავსო ოთახი. მეორე სართულზე მდებარეობს 1 მთავარი საძინებელი სველი წერტილით, გარდერობითა და აივნით. ასევე კიდევ ერთი საძინებელი ოთახი, ერთი სველი წერტილი და ერთი თავისუფალი ოთახი, რომელიც შესაძლებელია მოეწყოს საძინებლად, საკაბინეტოდ ან სპორტული აქტივობებისთვის.
ეზო სრულად შემოღობილია, გააჩნია ავტომატური ჭიშკარი მანქანის შესასვლელად, ხოლო გაზონს — ავტომატური სარწყავი სისტემა. ასევე სახლს გააჩნია საკმაოდ ვრცელი ტერასა.
ეს ქონება იდეალურია ოჯახისთვის, დაშვებულია შინაური ცხოველებით ცხოვრება. სახლი მდებარეობს ძალიან წყნარ გარემოში, სიახლოვეს არის ტყე სასეირნოდ და საკმაოდ ფართო არჩევანი მაღაზიების.
სახლიდან ქალაქამდე გზას საშუალოდ 10-15 წუთი სჭირდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით განცხადებაში მითითებულ ტელეფონის ნომერზე.
აგენტების დახმარება არ მჭირდება, გთხოვთ არ დააკოპიროთ ეს განცხადება.