ქირავდება 311 კვ.მ ფართობის ბინა თანამედროვე საცხოვრებელ კომპლექსში Greenhill Residence 4.2, რომელიც მდებარეობს ვაკის პრესტიჟულ უბანში.
ბინა განლაგებულია 16-სართულიანი კორპუსის მე-7 სართულზე.
ინტერიერი შესრულებულია თანამედროვე სტილში, გამოყენებულია ნატურალური ფერები, ხისა და ქვის ფაქტურები, დიზაინერული ავეჯი და დახვეწილი განათება.
ბინაში დაგეგმარებულია 3 დიდი საძინებელი, 3 სველი წერტილი, დიდი მისაღები ოთახი რბილი ავეჯითა და ტელევიზორით, თანამედროვე სამზარეულო სასადილო ზონასთან გაერთიანებული, ჩაშენებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა (ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ღუმელი, სარეცხი და საშრობი მანქანები), ტევადი სათავსოები და სამუშაო კუთხე ერთ-ერთ საძინებელში.
აღჭურვილია კონდიციონერებით და პანორამული ფანჯრებით, რაც უზრუნველყოფს კარგ ბუნებრივ განათებას.
ბინა სრულად ავეჯითა და ტექნიკითაა აღჭურვილი.
დიდი სივრცეები, ფუნქციური დაგეგმარება და ხარისხიანი რემონტი ქმნის თანამედროვე აგარაკის ატმოსფეროს ქალაქის ცენტრში.
Greenhill Residence არის თანამედროვე კომპლექსი ვაკის მწვანე ზოლში, რომელიც აერთიანებს მშვიდ გარემოსა და ქალაქის ინფრასტრუქტურასთან მოსახერხებელ წვდომას.
ბინა იდეალურია ოჯახისთვის, რომელიც აფასებს სივრცეს, კომფორტს, პრივატულობასა და ცხოვრების მაღალ სტანდარტს.
პირველი და ბოლო თვის წინასწარ გადახდით