სააგენტოებმა არ დამირეკოთ!
ლამაზი, 2-სართულიანი პენტჰაუსი ულამაზესი ხედითა და მყუდრო ინტერიერით, თბილისის ცენტრში ელოდება თავის მცხოვრებლებს!
ბინა მდებარეობს საბურთალოს ცენტრში, ყაზბეგისა და მიცკევიჩის ქუჩებს შორის. მოსახერხებელია საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება და ახლოსაა ყველა საჭირო ობიექტი (სუპერმარკეტები, მაღაზიები, კაფეები, აუზი...).
მიუხედავად იმისა, რომ ხალხმრავალ და აქტიურ უბანში მდებარეობს, შიდა ეზოს წყალობით ბინაში ხმაური არ აღწევს. იგი განთავსებულია მე-9 და მე-10 სართულებზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედი, აღწევს პირდაპირი მზის სინათლე და სუფთა ჰაერი.
ბინას გარს აკრავს ფართო აივნები და ვერანდები ღია ცის ქვეშ კომფორტულად დასასვენებლად.
ინტერიერი ძალიან მოსახერხებელია, დიზაინში გამოყენებულია ძირითადად თბილი ფერები და ხის დეტალები.
ბინა სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ნივთით და ამასთან, საკმარისი ადგილია თქვენი პირადი ნივთებისთვისაც. სამზარეულო და ორივე სველი წერტილი აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკით; ორივე სართულზე დამონტაჟებულია კონდიციონერები, არის ლიფტი, ტელევიზორი, ინტერნეტი, სარეცხი მანქანა და ა.შ. +995591019696