ქირავდება 4 ოთახიანი - 80 მ² ბინა სავსე პოზიტიური ენერგიით.ძველ, მყარ და მოწესრიგებულ კორპუსში.სადარბაზოს ყოველდღიურად დიასახლისი ალაგებს.კორპუსს აქვს გარემონტებული სადარბაზო, კოდირებული რკინის კარი ჩიპზე და ლიფტი მართლა ყოველთვის მუშაობს. გაჩერებამდე არის 20 მეტრი,კორპუსის წინ არის საჯარო სკოლა,ბაღი და სხვადასხვა ქსელური სუპერმარკეტები,აფთიაქი,საცხობი,სტომატოლოგიური კლინიკა და სამკერვალო. ლისის ტბა-მანქანით 5-6 წთ,ფეხით - 15-20 წთ. თუხარელის პროექტი. ბინაში და აივანზე არის ბევრი სათავსო.
რემონტის დროს გადაკეთებულია 4 ოთახიან ბინად, სადაც განთავსებულია 1 სტანდარტული და 2 მცირე ზომის საძინებელი.სველი წერილი (აბაზანა და საპირფარეშო ცალ-ცალკე),დიდი მისაღები ოთახი და სამზარეულო სტუდიოს ტიპის. რემონტი გაკეთდა 7 წლის უკან და არის კარგ მდგომარეობაში.
სამზარეულოში რჩება ავეჯი და ტექნიკა (ბარის ტიპის მაგიდა სათავსოებით, გაზი, მაცივარი და კარადები).
მისაღებში, შემოსასვლელის სათავსო - კარადა სარკით, გასაშლელი დივანი სათავსოთი, ტელევიზორის ავეჯი სექციური კარადებითა და თაროებით, სკამები, მაგიდა და ახალი კონდიციონერი.
ყველა საძინებელში რჩება ავეჯი:
1. მთავარ საძინებელში - ტანსაცმლის კარადა სარკით, 2 ტუმბო და 2 ადგილიანი საწოლი
2. მცირე ზომის საძინებელში, რომელიც რემონტისას ლოჯის ადგილას მოეწყო, რჩება ჩაშენებული კარადები და თროები, საწოლი სათავსოთი, სკამი და მაგიდა
3. მესამე საძინებელში რჩება 2 სართულიანი არასანდარტული საწოლი სათავსოებით და ორმაგი დაცვით, საწოლის თითოეული სართული გათვლილია 2 პერსონაზე (1.35X2), 2 მაგიდა კედლის თაროებით, სკამები და ტანსაცმლის კარადა
აივანს აქვს რკინის კარი და მოთავსებულია დიდი ზომის სათავსოები და საზაფხულო სამზარეულო.
ბინაში არის ცენტრალური გათბობა.
ხელშეკრულება გაფორმდება მინიმუმ 1 წლით და ორი თვის ქირა უნდა დაიფაროს წინასწარ.
ვინც იქირავებს უნდა გაუფრთხილდეს ჩვენი სიყვარულით და პოზიტიური ენერგეტიკით სავსე ბინას.
4-room, 76m² apartment for rent on Nutsubidze Plateau 4th micro, filled with positive energy. 7th floor of a solid building with a daily cleaned entrance, chip-coded door, and working elevator. 20m from the bus stop; school, kindergarten, supermarkets, bakery, pharmacy, and tailoring shop right in front. Lisi Lake is 5-6 mins by car or 15-20 mins on foot.
Tukhareli project layout with ample storage. Converted into 1 standard and 2 small bedrooms, separate bath and toilet, and open-plan kitchen/living room. Renovated 7 years ago, good condition.
Equipped & furnished: kitchen has bar table, stove, fridge, cabinets. Living room features pull-out sofa with storage, TV unit, new AC (Air Conditioner), table, chairs, and mirrored wardrobe. Master bedroom has a double bed, 2 nightstands, and mirrored wardrobe. First small bedroom (former loggia) includes built-in wardrobes, bed, desk, chair. Third bedroom has a 1.35x2m bunk bed (fits 2 people per tier), storage, wardrobe, and desks.
Central heating is installed.
Balcony features an iron door, large storage units, and a summer kitchen.
1-year minimum lease, 2 months' rent upfront (first and last).
Caring tenants wanted who will love our positive energy home.