ქირავდება პრემიუმ კლასის ბინა თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე.
ბინა არის 110 კვ.მ ფართობის, ახალი გარემონტებული, ნათელი და კომფორტული.
მდებარეობს თბილისის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მისამართზე.
ბინას აქვს 2 დამოუკიდებელი საძინებელი, ფართო და ნათელი მისაღები ოთახი, მაღალი ხარისხის ახალი რემონტი, სრულად მოწყობილი თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით, მაღალი ჭერი და 2 აივანი ულამაზესი ხედებით.
ასევე, გათვალისწინებულია პარკინგის ადგილი.
ბინა მდებარეობს რუსთაველის პროსპექტზე, რამდენიმე წუთის სავალზე მთაწმინდის საბაგიროდან, რესპუბლიკის მოედნიდან, Biltmore Tbilisi-ისა და Radisson Blu Iveria-ს სასტუმროებიდან.
ახლოსაა მეტროსადგური, თეატრები, მუზეუმები, კაფეები, სკვერები, ბაღები, რესტორნები, სავაჭრო ობიექტები და ქალაქის ყველა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა.