ქირავდება პრემიუმ კლასის, 127 მ² ფართობის 4-ოთახიანი ბინა ბაგებში, საკანდელიძის ქუჩაზე.
ბინა გამოირჩევა კომფორტული დაგეგმარებით, ნათელი სივრცეებით, ულამაზესი ხედებით და განსაკუთრებულად მშვიდი მდებარეობით.
ბინაში არის ფართო და ნათელი სტუდიოს ტიპის მისაღები ოთახი, 3 იზოლირებული საძინებელი.
ორი საძინებლიდან იშლება პანორამული ხედები ქალაქსა და გამწვანებულ მასივზე, ერთ საძინებელს აქვს დამოუკიდებელი აივანი, საიდანაც შესაძლებელია მშვიდ გარემოში დასვენება და ხედებით ტკბობა.
ბინაში არის 2 სველი წერტილი, რაც დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.
ბინა მდებარეობს საკანდელიძის ქუჩის ბოლოს, განსაკუთრებულად მშვიდ და ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, ქალაქის ხმაურისგან შორი ახლოს.
ამავდროულად, ყოველდღიური კომფორტისთვის ყველაფერი საჭირო ახლოს არის: სუპერმარკეტები, სკოლები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ა.შ.
სიმშვიდე, ბუნება და ქალაქთან კომფორტული კავშირი ერთ სივრცეში.
პირველი და ბოლო თვის ქირის წინასწარ გადახდით