* სასწრაფოდ ქირავდება ბიუჯეტური, რუმმეითის ვარიანტის ბინა (წაიკითხე ტექსტი ბოლომდე), სააგენტოს გარეშე, უშუალოდ მეპატრონისგან, მხოლოდ ვაჟბატონ(ებ)ისთვის, დედაქალაქში ხანგრძლივი საცხოვრებელი ვადით და დაბალი ქირის ფასად, კარგ ადგილას, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ, ხიზანიშვილის ქუჩის #98 გვერდით, ცხრასართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე, კეთილმოწყობილი და კომფორტული, 4-ოთახიანი სუპერ ბინის ნახევარი, სასტუმროსავით მორთულ-მოკაზმული, ორ-კაციანი ნომერი "ლუქსი", 2 ოთახი (წყნარი საძინებელი და მყუდრო მისაღები), პანორამული აივნით და ულტრა თანამედროვე სამზარეულოთი.
* აღნიშნული აპარტამენტი (ფასის მიხედვით) გათვალისწინებულია, მოწესრიგებული და დასაქმებული, მხოლოდ ერთი ვაჟბატონისათვის, როგორც თანამეოთახის (Roommate) ვარიანტი, ორ-კაციანში ერთი პერსონალური ადგილი, ხოლო ბინის დამატებითი გადასახადები მთლიანად უფასოა.
* აქვე ცნობისათვის: სასტუმროს ტიპის ბინაში შემოგაქვს მარტო შენი ტანსაცმელი და გამოსაცვლელი თეთრეული, რადგან აპარტამენტი აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილია.
* აქ, მაცხოვრებელი შინაურულად და დაცულად იგრძნობს თავს, რადგან სრული ბინა გახლავთ ოთხ-ოთახიანი, რომლის მეორე ნახევარში, რომელიც გამიჯნულია გამყოფი კედლით ვცხოვრობ მე, როგორც ამ ბინა-სასტუმროს მესაკუთრე, თქვენი უსაფრთხოების გარანტორი, ხელშემწყობი და დამხმარე (შენს) საჭიროებებში.
* სასტუმროს ტიპის კომპაქტურ ბინაში გექნება ცხოვრების ნორმალური პირობები, მშვიდი და წყნარი გარემო, ამავდროულად გაგეწევა უფასო მომსახურების VIP-სერვისი, კონკრეტულად: თქვენი ტანსაცმლის პერიოდულად გარეცხვა - უთქვენოდ.
* ცნობისათვის: კომფორტაბელური სააბაზანო და სამზარეულო ოთახი იქნება – საერთო გამოყენებისთვის.
* ეს ბინა იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სიმყუდროვეს და მშვიდ (უწყინარ) ცხოვრებას. გარშემო მარადმწვანე წიწვოვანი ხეებით, ორი დასასვენებელი პარკით, კორპუსის გვერდი-გვერდ 24-საათიანი მარკეტებით და აფთიაქებით.
* ქირის საფასური: სასტუმროს მსგავს საცხოვრებელ, ორ-კაციანი ნომერ "ლუქსში", ერთი პერსონალური ადგილი, დასაქმებული ერთი ვაჟბატონისთვის, მისაღებ ფასად =500 ლარი თვეში, მეორე დამქირავებელიც იგივე თანხას გადაიხდის, ხოლო კომუნალური და გაზის გადასახადები (დენი, ცხელი წყალი, გათბობა, ჰაერის გამაგრილებელი), ასევე ულიმიტო, სწრაფი ინტერნეტი და ფასიანი ტელევიზია, სრულად შედის ქირის თანხაში.
შენიშვნა: ცალკე-განმარტოებით, მეორე დამქირავებლის გარეშე ცხოვრების მოსურნესთვის, ქირის ფასი შვიდას ორმოცდაათ ლარამდე მოიმატებს - არჩევანი შენი გასაკეთებელია.
* ინფორმაციისთვის: ფოტოები მიდევს, ის რაც ამ ლამაზი ბინის, იმ ნახევრის მხარეს ასახავს, რომელსაც მობინადრე გამოიყენებს - მე სადაც ვიმყოფები მათი ანუ ორი ოთახის სურათები აქ არ მიდევს.
* დაასწარი ქირავნობა სხვას.