სააგენტოებთან არ ვთანამშრომლობ!!!!
ქირავდება გამორჩეული ბინა მოქმედი ბუხრითა და გამწვანებული ტერასით — ვაკე, ფალიაშვილის ქუჩა.
ვაკის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ქუჩაზე ქირავდება 90 მ² ფართობის კეთილმოწყობილი არასტანდარტული ბინა, 3.60-მეტრიანი ჭერითა და განსაკუთრებულად მყუდრო ინტერიერით.
ბინაში კლასიკური დეტალები თანამედროვე ელემენტებს ერწყმის: ბუნებრივი ხის პარკეტი, მაღალი მინის ტიხარი, თბილი ფერები და მოქმედი ბუხარი სივრცეს განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს.
ბინას აქვს კომფორტული მისაღები, ბუხრიანი სასადილო სივრცე, სამზარეულო და საძინებელი ჩაშენებული კარადებით. გამწვანებული, გადახურული ტერასა მოწყობილია მოსასვენებელი ავეჯით და გადაჰყურებს ფალიაშვილის ქუჩას.
ქირავდება ავეჯითა და ტექნიკით.
ფასი: $1,445 თვეში.
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით WhatsAppზე .
გთხოვთ, სააგენტოები ნუ დამიკავშირდებით!!!!