ქირავდება 3-ოთახიანი ბინა წყნეთის ცენტრში, ვაკე
ბინა მდებარეობს ახალაშენებულ კორპუსში, არის გარემონტებული, კეთილმოწყობილი და აღჭურვილია საჭირო ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით. აქვს დიდი აივანი.
კორპუსს აქვს დაახლოებით 10 000 კვ.მ გამწვანებული, შემოღობილი ეზო, პარკინგი, შლაგბაუმი და ვიდეოკამერები. ეზო მუდმივად მოვლილია — რეგულარულად იწმინდება, ითიბება ბალახი და ტარდება ტკიპების საწინააღმდეგო დამუშავება.
ლოკაცია ძალიან კომფორტულია საცხოვრებლად. ფეხით 2 წუთის სავალზეა ავტობუსის გაჩერება, აფთიაქები, სუპერმარკეტები, ტყე-პარკი, სტადიონი, ტრენაჟორები და კოპალას აუზი.
ბინა ქირავდება მაქსიმუმ 4 ადამიანზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ბინის სანახავად დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.