ბინა მდებარეობს თბილისის ელიტარულ უბანში, ი. აბაშიძისა და ვ. ბარნოვის ქუჩებს შორის, "მრგვალ ბაღთან" შროშის ქუჩაზე ფეხით სავალ მანძილზეა ინფრასტრუქტურა: საუკეთესო კაფეები, რესტორნები სუპერმარკეტები, აფთიაქები. ტრანსპორტით გადაადგილება ძალიან მარტივია.
🏠 ბინის აღწერა და უპირატესობები:
ფართი და დიზაინი: ახალაშენებული, გამორჩეული და ექსკლუზიური დიზაინის მქონე ნათელი ბინა მაღალი ხარისხის პარკეტით.
საძინებლები: 2 კომფორტული საძინებელი (1 ორადგილიანი და 1 ერთადგილიანი საწოლი), უმაღლესი ხარისხის თეთრეულით.
განსაკუთრებული კომფორტი: ბინაში დაგხვდებათ ფინური საუნა, ბუხარი, კონდიციონერი და ტელევიზორი.
დისტანციური მუშაობისთვის: იდეალური სამუშაო სივრცე და მაღალსიჩქარიანი, სანდო Wi-Fi.
ავტონომიური წყალმომარაგება: ბინას აქვს წყლის დამოუკიდებელი სისტემა, რაც უზრუნველყოფს წყლის მუდმივ ხელმისაწვდომობას ცენტრალური ქსელის გათიშვის დროსაც კი.
აივანი: ლამაზი, პანორამული ხედით ქალაქზე.
🍳 აღჭურვილობა და ინვენტარი:
სამზარეულო (სრულად აღჭურვილი): გაზქურა, ელექტრო ღუმელი, აირფრაიერი, მაცივარი, საყინულე, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტოსტერი, ბლენდერი, ელექტრო ჩაიდანი, ასევე ყავა, ჩაი და შაქარი.
სააბაზანო: ფენი, მოსახერხებელი საშხაპე, ბიდე, ხალათები, ჩუსტები და ჰიგიენური საშუალებები.
დამატებითი დეტალები: პირველადი დახმარების ნაკრები, ზონტი, უთო და ყოველდღიური მოხმარების სხვა საჭირო ნივთები.
დამიკავშირდით: 555 465 109