განცხადება აქტიურია — ბინა ქირავდება ✨
სულ ახალი, ძალიან განსხვავებული ხასიათის ბინა, სადაც მთავარი აქცენტი სივრცეზე, სიმაღლეზე და დეტალებზეა.
ბინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა 4-მეტრიანი ჭერია, რაც ინტერიერს განსაკუთრებით ჰაეროვანს და შთამბეჭდავს ხდის. მაღალი თაღოვანი და ვიტრაჟული ფანჯრები ბინას ბუნებრივი სინათლით ავსებს, ხოლო გამწვანებაზე ხედები მშვიდ და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის.
დიზაინში ლამაზად არის შერწყმული თანამედროვე მინიმალიზმი და კლასიკური დეტალები — ხის იატაკი, მაღალი კარები, მუქი აქცენტები, ულამაზესი განსხვავებული ჭაღები და დახვეწილი განათება ბინას განსაკუთრებულ ხასიათს აძლევს.
სივრცეები ფართო და კომფორტულად დაგეგმილია: დიდი სასადილო ზონა, ნათელი საძინებლები, ცალკე სამზარეულო, სველი წერტილები და აივნებზე გასასვლელები.
ბინა სრულიად ახალია. დამატებითი ავეჯი უკვე შეკვეთილია და მალე განთავსდება, ასევე ოთახებში უახლოეს პერიოდში დამონტაჟდება კონდიციონერები.
განსაკუთრებული ვარიანტი მათთვის, ვისაც სტანდარტული რემონტის ნაცვლად მაღალი ჭერი, სინათლე, სივრცე და ინდივიდუალური დიზაინი სურს. 🤍
ფასსის დაკლება რეალურ მსურველთან შესაძლებელია 🙏