ქირავდება აქსისის აშენებულ კორპუსში პეტრიაშვილზე
3 ოთახიანი, ორი საძინებლით, ახალ გარემონტებული ბინა, მუხის პარკეტით.
მაღალ პირველ სართულზე. ბინა გამჭოლია, ფანჯრები გამოდის პეტრიაშვილის ქუჩაზე, უკან კი აქვს აივანი 7 კვ. და საკუთარი, იზოლირებული, კეთილმოწყობილი ეზო 37 კვ. ყველა ოთახში არის კონდენციონერი
სამზარეულო სრულად აღჭურვილია ბოშის ტექნიკით, მათ შორის ჭურჭლის სარეცხი მანქანა და მიკროტალღური ღუმელიც.
ბინას ეკუთვნის ორი ადგილი უფასო პარკინგისთვის. სადარბაზო არის კეთილმოწყობილი, ჩაკეტილი, კოდირებული კარით, ბინაში დამონტაჟებულია დომოფონი.განიხილება როგორც ავეჯით, ასევე უავეჯოდ გაქირავებაც. დასაშვებია შინაური ცხოველები.