ქირავდება 3-ოთახიანი ბინა საბურთალოზე, უნივერსიტეტის ქუჩა №46-ში, ახალი სპორტის სასახლის მოპირდაპირედ.
ბინა არის ახალგარემონტებული, თითქმის უცხოვრებელი და აღჭურვილია ყველა საჭირო ავეჯითა და საყოფაცხოვრებო ტექნიკით.
რეალურად ბინა 4-ოთახიანია, თუმცა ერთი საძინებელი პირადი ნივთების შესანახად გამოიყენება და დამქირავებლისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
კორპუსს აქვს დიდი, გამწვანებული ეზო საბავშვო ატრაქციონებით. ახლოს არის მაღაზიები, აფთიაქები, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები და სხვა საჭირო ობიექტები.
შეზღუდვა: შინაური ცხოველები არ დაიშვებიან.
დამატებითი ინფორმაციისთვის ან ბინის სანახავად დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე.