ქირავდება 3-ოთახიანი ბინა თბილისის ცენტრში, მეტრო „პოლიტექნიკურთან“, სპორტის სასახლის უკან. ბინა არის კერძო სახლის მე-2 სართული მთლიანად, დამოუკიდებელი შესასვლელით. აქვს ორი დიდი, კეთილმოწყობილი და მყუდრო ვერანდა.
ბინაში არის ორი საძინებელი, ბუხრიანი მისაღები, ცალკე სამზარეულო და სველი წერტილი. სახლი მოპირკეთებულია ეკოლოგიურად ჯანსაღი წაბლის ხის პანელით, იატაკი არის პარკეტი.
ბინას აქვს ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი და ინტერნეტი. დგას ახალი საწოლები და კომფორტული მატრასები. არის ყველა საჭირო ავეჯი, ტექნიკა და პირველადი მოხმარების ნივთი.
მოსახერხებელი მდებარეობაა, ყველა ტიპის ტრანსპორტთან მარტივი წვდომით. ვარ მფლობელი, ვთანამშრომლობ სააგენტოებთან, შეზღუდვა არ მაქვს.