ქირავდება ბინა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, არქივის მიმდებარედ, პეკინისა და ვაჟა-ფშაველას ქუჩების კვეთასთან.
ბინა აღჭურვილია ყველა საჭირო ტექნიკით: მაცივარი, ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მიკროტალღური ღუმელი, ტოსტერი, ორი კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა, გაზქურა და ღუმელი.
ბინას აქვს ერთი იზოლირებული საძინებელი, ლოჯში განთავსებულია დამატებითი საწოლი, ხოლო მისაღებ ოთახში - დივანი.
სამედიცინო უნივერსიტეტის მეტროსადგური 3 წუთის სავალზეა.
კორპუსის მიმდებარედ ფუნქციონირებს სუპერმარკეტი "სპარი" და მაღაზია "ორი ტონა", ასევე მრავლად არის აფთიაქები, მარკეტები და კაფეები.