„არქის“ პრემიუმ კლასის კორპუსში (A ბლოკში), პოლიტკოვსკაიასა (ყოფილი ჯიქია) და ე.
მინდელის ქუჩების კუთხეში, ქირავდება 3 ოთახიანი ბინა, 2 საძინებლით.
ბინა გარემონტებულია უმაღლესი ხარისხის მასალებით, აღჭურვილია თანამედროვე ავეჯითა და ტექნიკით.
სახლში შექმნილია ყველა პირობა სრულფასოვანი და კომფორტული ცხოვრებისთვის.
ოთახები ნათელი და მყუდროა.
ბინას აქვს დიდი აივანი, რომელზეც ყველა ოთახიდან შეიძლება გასვლა.
სადარბაზოში დამონტაჟებულია კამერები, კორპუსს ჰყავს დაცვა და მოქმედებს ლიფტი (ერთი სატვირთო და ორი სამგზავრო).
კეთილმოწყობილია ეზო.
არის საპარკინგე ადგილები.
კორპუსის მიმდებარედ მდებარეობს ჰიპერმარკეტი, სუპერმარკეტები, აფთიაქი, ავტობუსისა და სამარშრუტოს გაჩერება, სკოლა და სამედიცინო კლინიკები.
მეტროდან 5 წუთის სავალზეა.