ქირავდება ბინა ,,კრწანისი ვილა რეზიდენსი"ს საცხოვრებელ კომპლექსში, ქალაქის ცენტრიდან რამდენიმე წუთის სავალზე, მშვიდ, გამწვანებულ ადგილას, ქალაქის ლამაზი ხედებით.
ბინა არის ახალი გარემონტებული უმაღლესი ხარისხის მასალებით და აღჭურვილია ყველანაირი სახის ტექნიკით (boschის ფირმა),ავეჯით, ცენტრალური გათბობის სისტემით (იატაკქვეშა გათბობა) და ა.შ.
კომპლექსში შეგიძლიათ ისარგებლოთ ღია და დახურული აუზით , ფიტნეს დარბაზით,ჩოგბურთის და პადელი კორტებით , სტადიონებით, იჯირითოთ ცხენზე და ა.შ. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია რამდენიმე თანამედროვე სკვერი. მიმდებარედ გახსნილია ახალი რესტორანი ,,მარანი" და რამდნიმე ჰიპერმარკეტი (გუდვილი, ევროპროდუქტი).ხორციელდება მთლიანი კომპლექსის ვიდეო მეთვალყურეობა და 24 საათიანი დაცვა.