ქირავდება მხოლოდ 3 თვით
ქირავდება სასწრაფოდ, ნახევარ ფასად, 3 თვით — ოქტომბრიდან დეკემბრის ჩათვლით. მივემგზავრები საზღვარგარეთ და ვაქირავებ საკუთარ ბინას, რომელშიც თავად ვცხოვრობ. ბინაში რჩება პირადი ნივთები, ამიტომ ვეძებ სანდო, მოწესრიგებულ და წყნარ ადამიანს, რომელიც მას ისე მოუვლის, როგორც საკუთარს.
შინაური ცხოველების გარეშე.
ბინის ფართობია 54 კვ.მ., მდებარეობს გლდანში, IV მიკრორაიონში, ხერგიანის ქუჩა №3, მე-5 სართული.
ბინაში არის ცხოვრებისთვის საჭირო ყველა პირობა.
აქვს დიდი აივანი.
წყნარი უბანი, ქალაქის, საბადურის მთებისა და მცხეთის შესანიშნავი ხედები. მზის ჩასვლის საყურებლად სადმე წასვლა არ მოგიწევთ 🙂
ახლოსაა მაღაზიები, აფთიაქები.
მეტრომდე — 15 წუთი ფეხით.