ქირავდება ახალი გარემონტებული, უცხოვრებელი კერძო ბინა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში.
ბინის საცხოვრებელი ფართი შეადგენს 28 მ², ეზოს ჩათვლით - 40 მ².
ბინა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ავეჯითა და ტექნიკით, მოწყობილია კომფორტული ცხოვრებისთვის.
მთავარი უპირატესობაა პატარა, მყუდრო ეზო, სადაც შესაძლებელია დასვენება და თბილისის ულამაზესი ხედებით ტკბობა.
სახლიდან იშლება პანორამული ხედი თბილისსა და მიმდებარე მთებზე.
მდებარეობს მშვიდ და წყნარ უბანში, სამების საკათედრო ტაძრიდან და ორბელიანის მოედნიდან ფეხით 10-20 წუთის სავალზე.
ბინა იდეალურია მათთვის, ვინც ეძებს მყუდრო, კეთილმოწყობილი ინტერიერის მქონე საცხოვრებელს ქალაქის ულამაზესი ხედებით.