ბინა ქირავდება 6 თვით აპრილის ბოლომდე 450 დოლარად, მთელი წლით გაქირავების შემთხვევაში ფასი იქნება 600 დოლარი. სააგენტოებთან თანამშრომლობისას ღირებულებას 50 დოლარი ემატება.
თანამედროვე ბინა ათსართულიან ახალაშენებულ კორპუსში, ბათუმის ცენტრალურ უბანში.
კომფორტული ინტერიერი, ნათელი ოთახები და კრეატიული დიზაინი ქმნის კომფორტის ატმოსფეროს.
ბინა მდებარეობს პრესტიჟულ უბანში, სადაც ყოველი ტურისტი იპოვის გასართობს.
იქვეა რესტორანი "რეტრო", სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ეროვნული კერძები და უგემრიელესი "აჭარული ხაჭაპური".
შეგიძლიათ მუზეუმში წასვლა, პარკში დასვენება, პატარა ტბაზე ნავით სეირნობა, დელფინარიუმის, აკვარიუმის და სანაპირო ბულვარის მონახულება.
ყველა ეს ღირშესანიშნაობა ბინასთან ახლოსაა.
სტუმრებს შეუძლიათ ისარგებლონ ყველა საჭირო ნივთით, რაც ბინაშია.
ბინა მდებარეობს პარკის გვერდით, სადაც თანამედროვე ქალაქის რუტინა არ შეგაწუხებთ. პარკისა და სანაპირო ბულვარის გავლით გადიხართ ზღვაზე.
მე ყოველთვის ვიქნები კონტაქტზე, შევძლებ თქვენს კითხვებს ვუპასუხო და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმაროთ ქალაქში ორიენტაციაში.