ქირავდება 80 კვ.მ ფართობის, ნათელი და კომფორტული ბინა, ქალაქის ერთ-ერთ მშვიდ და მოსახერხებელ უბანში. ბინა მდებარეობს 6-სართულიანი კორპუსის მე-4 სართულზე და იდეალურია როგორც ოჯახისთვის, ასევე მეგობრებისთვის.
🔹 3 ოთახი, მათ შორის 2 საძინებელი
🔹 2 გასაშლელი დივანი — შესაძლებელია ჯამში 6 ადამიანის განთავსება
🔹 2 იზოლირებული სველი წერტილი
🔹 3 აივანი
🔹 იატაკქვეშა გათბობის სისტემა
🔹 3 კონდიციონერი
🔹 ჭურჭლის სარეცხი მანქანა
🔹 სარეცხი მანქანა
🔹 2 მაცივარი
🔹 ტელევიზორები და ინტერნეტი
📍 შესანიშნავი მდებარეობა — ბინა მდებარეობს მყუდრო და წყნარ ქუჩაზე. უშუალოდ შენობაში განთავსებულია სასურსათო მაღაზია, ხოლო ძველი ქალაქი და აბანოთუბანი დაახლოებით 600 მეტრშია.
📅 ქირავდება მინიმუმ 6 თვის ვადით.