ქირავდება კერძო სახლის იზოლირებული პირველი სართული ქობულეთის ცენტრში, ზღვიდან 100 მეტრში
ქალაქ ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე, მუნიციპალიტეტის შენობის მახლობლად, ზღვიდან დაახლოებით 100 მეტრში, ქირავდება კერძო სახლის სრულად იზოლირებული პირველი სართული.
ფართი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას როგორც საცხოვრებლად, ასევე ოფისად ან მცირე ბიზნესისთვის. განსაკუთრებით მოსახერხებელია რეპეტიტორისთვის/სასწავლო ცენტრისთვის, ნოტარიუსისთვის, არქიტექტურული ან აზომვითი სამსახურისთვის, სამშენებლო კომპანიის ოფისისთვის, მთარგმნელობითი ბიუროსთვის და სხვა მსგავსი საქმიანობისთვის.
პირველ სართულზე არის:
2 დამოუკიდებელი შესასვლელი;
2 ოთახი, თითოეული დაახლოებით 20 მ²;
2 ცალკე სამზარეულო;
2 აბაზანა-ტუალეტი.
ფართი სრულად არის მოწყობილი საცხოვრებლად: საწოლები, კარადები, გასაშლელი ტახტები, მაგიდა და სკამები. ორივე სამზარეულო კეთილმოწყობილია და აღჭურვილია საჭირო ინვენტარით.
ასევე არის სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მოქმედი 4G Wi-Fi ინტერნეტი, TV-Box, ზამთარ-ზაფხულის კონდიციონერი და ბუნებრივი აირის გამათბობელი („კარმა“).
ოფისად გამოყენების შემთხვევაში, სურვილის მიხედვით შესაძლებელია საცხოვრებელი ავეჯის ნაწილის ან მთლიანად გატანა.
სახლს აქვს შემოღობილი იზოლირებული ეზო, ავტომობილით შესასვლელი პირდაპირ აღმაშენებლის გამზირიდან. ეზოსა და სახლის შესასვლელები იკეტება.
ფასი არასეზონზე — ოქტომბრიდან მაისამდე:
სრული პირველი სართული — 350 აშშ დოლარის ეკვივალენტი თვეში + კომუნალური გადასახადები.
უპირატესობა ენიჭება მთლიანი სართულის გაქირავებას.
გამონაკლისის შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ წინა, დამოუკიდებელი ერთოთახიანი ნაწილის გაქირავებაც — 250 აშშ დოლარის ეკვივალენტი თვეში + კომუნალური გადასახადები.
მინიმალური ვადა — 3 თვე.
აღნიშნული პირობები მოქმედებს 2027 წლის ივნისამდე.
ივნისი–სექტემბრის საკურორტო სეზონზე ფასი და ქირავნობის ვადა განისაზღვრება ცალკე შეთანხმებით.