ვაქირავებ ჩემს პირად აპარტამენტს და არანაირი კავშირი არ მაქვს Orbi-სთან ან ამ კომპლექსში აპარტამენტების გაქირავებით დაკავებულ სხვა კომპანიებთან
C ბლოკი, 43 სართული
აპარტამენტები გათვლილია მაკსიმუმ 4 ადამიანზე.
აპარტამენტს აქვს ცალკე საძინებელი, king-size საწოლი და მისაღებ ოთახში ცალკე გასაშლელი დივანი, რომელიც გათვლილია ორ ადამიანზე.
სამზარეულოს კუთხე სრულად არის აღჭურვილი ყველა საჭირო ინვენტარით. ორი მაცივარი, ორი კონდიციონერი, ორი ტელევიზორი, სარეცხი მანქანა, ორი მაგიდა.
დენის და წყლის გადასახადს იხდის სტუმარი
ჩემი მხრიდან გარანტიას გაძლევთ, რომ ნებისმიერ პრობლემას სწრაფად მოვაგვარებ და 24/7 კავშირზე ვიქნები. ჩემთვის თქვენი კომფორტული და სასიამოვნო დასვენება ყველაზე მნიშვნელოვანია.