ქირავდება ახალი, მყუდრო და ნათელი 2-ოთახიანი ბინა Hualing • Tbilisi Sea New City-ში.
ბინა მდებარეობს ახალ კორპუსში, ხარისხიანი რემონტის შემდეგ.
ბინაში არის ყველა საჭირო ავეჯი, ტექნიკა და ინტერიერის ნივთი.
კორპუსი განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა რაიონში, თბილისის ზღვასთან ახლოს, რაც ქალაქის ხმაურისგან მოშორებით კომფორტული ცხოვრებისთვის იდეალურ გარემოს ქმნის.
კომპლექსის ტერიტორიაზე მოწყობილია დიდი პარკი ხელოვნური წყალსატევებით, ფანჩატურებითა და დასასვენებელი ზონებით, ველოსიპედის და სარბენი ბილიკები, პარკინგი, საბავშვო მოედანი, საბავშვო ბაღი და სკოლა.
ასევე, ახლოს მდებარეობს სავაჭრო ცენტრი Hualing Plaza, სუპერმარკეტი, ბანკი, აფთიაქები, საცხობი და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურა.
სულ რაღაც 1 კმ-შია თბილისის დენდროპარკი.
ბინაში კომფორტული ცხოვრებისთვის გათვალისწინებულია ფართო მისაღები-სამზარეულო გასაშლელი დივნითა და სასადილო ზონით, ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, გაზქურა და გამწოვი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, ტელევიზორი, მტვერსასრუტი და დიდი აივანი ავეჯით.