10 ოქტომბრიდან ქირავდება ახალი გარემონტებული ბინა ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე, ავეჯით, ულამაზესი ხედებით, ცენტრალური გათბობით, ორი სველი წერტილით, დიდი ჰოლით, ორი საძინებლით, დიდი მისაღბებით, დიდი სამზარეულოთი, ინტერნეტით. ბინაში დამონტაჟებულია სარეცხი მანქანა, ორი კონდიციონერი, ცენტრალური გათბობა, დიდი ლედ ტელევიზორი, ყველა საჭირო ავეჯი, უთო, მტვერსასრუტი. ყველა ოთახს აქვს ფანჯარა და კარები, არ არის სტუდიოს ტიპის და სამზარეულოში მომზადებული საჭმლის სუნი არ დგას მთელს სახლში. არის წყნარი და მყუდრო ადგილი წინ დიდი გამწვანებული სკვერით, აქვს უფასო პარკინგი ეზოში, არ არის ხმაურიანი და საცობებიანი ადგილი. ახლოს ვაკის პარკთან, ჭავჭავაძის გამზირთან.