ქირავდება დიზაინერული ლოფტი — პურის მოედანი / სოლოლაკი.
ქირავდება ახლად გარემონტებული ბინა ძველი თბილისის გულში — პურის მოედანზე. კოტე აფხაზის (ლესელიძის) ქუჩიდან რამდენიმე ნაბიჯში. ბინა მდებარეობს კარგ ისტორიულ შენობაში, მე-2 სართულზე და გამოირჩევა მაღალი ჭერით. ინტერიერი მოწყობილია თანამედროვე loft სტილში — ავთენტური აგურის კედლები, ხის იატაკი და კიბე, შავი მეტალის დეტალები, ანტრესოლი და თბილი განათება.
ბინა არის სრულიად ახალი რემონტით — რემონტის შემდეგ ჯერ არავის უცხოვრია.
სრულად მოწყობილი და აღჭურვილია მაღალი ხარისხის ავეჯითა და ტექნიკით: ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, სარეცხი მანქანა, საშრობი მანქანა, სრულად აღჭურვილი სამზარეულო და ხარისხიანი მატრასი.
იდეალურია მათთვის, ვისაც სურს ძველი თბილისის ცენტრში გამორჩეული, კომფორტული და ხარისხიანი საცხოვრებელი. პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით. 500 900 916