ქირავდება 60 კვ.მ ფართობის ბინა მინიმუმ 1 წლის ვადით, თბილისის ისტორიულ უბანში, სოლოლაკში.
📍 მისამართი: ლადო ასათიანის ქუჩა 48
🌆 მახასიათებლები:
✅ სართული: 2/3
✅ ცენტრალური გათბობა
✅ ცალკე საძინებელი
✅ სახლი გაზიფიცირებულია
✅ მაღალსიჩქარიანი WiFi
✅ კონდიციონერი
✅ ელექტრო ქურა, ღუმელი, მაცივარი, ელექტრო ჩაიდანი
✅ ჭურჭლის სრული კომპლექტი
✅ ტელევიზორი, სარეცხი მანქანა და უთო
✅ ორი აივანი ქუჩის ხედით
✅ ფართო და კოლორიტული თბილისური ეზო მთის ქედის ხედით
✅ კარგი ხმის იზოლაცია
✅ თავისუფლების მოედნამდე ფეხით 3–5 წუთი
✅ მეზობელ შენობაში მდებარეობს 43-ე საჯარო სკოლა, ხოლო 200 მეტრში არის მე-6 გერმანული გიმნაზია, რომელსაც ხშირად „თბილისის ჰოგვორტსს“ უწოდებენ
✅ სამზარეულოსთვის საჭირო ყველა ჭურჭელი და ინვენტარი
✅ დიდი ტანსაცმლის კარადა, საწოლი და ნივთების შესანახი სივრცე
🌆 ბინა მდებარეობს ლადო ასათიანის ქუჩაზე, თბილისის ისტორიულ და ცენტრალურ ნაწილში. ბინიდან ძველ თბილისამდე და რუსთაველის გამზირამდე ფეხით სულ 3–5 წუთის სავალია. საერთაშორისო აეროპორტამდე ან რკინიგზის სადგურამდე მგზავრობას დაახლოებით 20–30 წუთი სჭირდება.
200–300 მეტრის რადიუსში მდებარეობს მყუდრო რესტორნები და კაფეები, სუპერმარკეტები და ქალაქის ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ყველა ობიექტი.
ბინა იდეალურია ერთი ადამიანისთვის ან წყვილისთვის. აქ არის კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველაფერი, სრულად აღჭურვილი სამზარეულო, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, პირსახოცები და თეთრეული.
🏺 ინტერიერი გაფორმებულია ვინტაჟურ სტილში და გადმოსცემს XIX საუკუნის ძველი თბილისის განსაკუთრებულ ატმოსფეროს. ბინაში დაგხვდებათ ძველი სტილის ბუფეტი, ავთენტური ავეჯი, მაგიდა და სხვა დეკორატიული ელემენტები, რომლებიც ინტერიერს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს.
🚗 პარკინგი:
✅ ფასიანი მიწისზედა პარკინგი სახლის მიმდებარედ
✅ უფასო პარკინგი ეზოში