ქირავდება 2-ოთახიანი ბინა ახალ აშენებულ პრემიუმ კლასის კორპუსში იდეალურ ლოკაციაზე ცენტრალურ საბურთალოზე ოთარ ლორთქიფანიძის (შანხაი) ქუჩაზე, ყაზბეგის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩებს შორის, მეტრო დელისიდან 5 წუთის სავალზე. ბინა არის მზიანი და მყურდო, აივნით აღჭურვილი. კორპუსი არის ჩაკეტილი და დაცული კამერებით. ახლოს არის მაღაზიები, აფთიაქები, კაფეები, სავარჯიშო დარბაზი, ამერიკული სკოლა, სიტი მოლი. ბინა არის ახალი გარემონტებული უმაღლესი ხარისხის მასალებით, არის უცხოვრებელი. ავეჯი და ყველა ტექნიკა არის ახალი. ბინა არის სამზარეულოში ჩაშენებული მაცივრით, მიდეას ახალი თაობის ქვაბით. ბინა აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ნივთებით და ყველა საჭირო ტექნიკით - გაზქურა საცხობით, მიკროტალღური ღუმელი, ელექტრომადუღარა, უთო, მტვერსასრუტი, ჩაშენებული ახალი თაობის სარეცხი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, ტელევიზორი. ქირავდება მინიმუმ 6 თვით, პირველი და ბოლო თვის წინასწარი გადახდით. .