ქირავდება 2 ოთახიანი, 62 კვ.მ.
ბინა საბურთალოზე, პეტრე კავთარაძის ქუჩაზე.
ბინა მდებარეობს მე-5 სართულზე, 22-სართულიან კორპუსში.
აღჭურვილია კონდიციონერით, საკაბელო ტელევიზიით, მინა-პაკეტით, აივნით, ლიფტით, მაცივრით, ავეჯით, ცენტრალური გათბობით, ინტერნეტით, რკინის კარით, ტელევიზორით, სარეცხი მანქანით და გარაჟით.
ბინას აქვს საკუთარი აივანი, საიდანაც შესაძლებელია კერძო ავტოსადგომზე გასვლა.
ავტოსადგომი მდებარეობს ბინის აივნის მოპირდაპირედ, დახურულ სართულზე.
ბინა მდებარეობს სავაჭრო ცენტრ „სიტი მოლის“ მოპირდაპირედ, მეტროსადგურებს „ვაჟა-ფშაველასა“ და „დელისის“ შორის, სოხუმის უნივერსიტეტთან, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-11 კორპუსთან და სამედიცინო უნივერსიტეტთან ახლოს.
ბინა არის სუფთა, კეთილმოწყობილი და აღჭურვილი ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით.