კეთილმოწყობილი, მყუდრო და ნათელი ბინა საბურთალოზე, კამანის ქუჩა, 9-ე სართული, მოთხოვნად ლოკაციაზე. ბინა მოიცავს 1 იზოლირებულ საძინებელს საკუთარი გარდერობის ოთახით, სტუდიოს ტიპის მისაღებს და თანამედროვე სტილით მოწყობილ აბაზანას ყველა საჭირო ინვენტარით. აქვს დიდი აივანი ხედებით ეზოზე და ქუჩაზე; მისასვლელი არის ჰოლიდან, საძინებლიდან და მისაღებიდან. ბინა აღჭურვილია ავეჯით, ინვენტარითა და ტექნიკით. ბინას აქვს კორპუსის შიდა დაცული ავტოფარეხი. საცხოვრებელი კორპუსის ცენტრალურ კარზე დომოფონია. ბინის შესასვლელში განთავსებულია დაცვის სისტემა კამერით ვიზიტორებისთვის. მდებარეობს ახლოს დელისის მეტროდან (ფეხით დაახლოებით 7 წუთი).