ქირავდება 2-ოთახიანი ბინა ახალაშენებულ კორპუსში, საბურთალოს ცენტრში, ასლანიდის ქუჩაზე, სპორტის სასახლესთან და მეტრო პოლიტექნიკურთან ახლოს.
ბინა მდებარეობს მე-6 სართულზე.
არის ნათელი, მზიანი და თბილი, ახალი გარემონტებული თანამედროვე დიზაინით, სრულად აღჭურვილი ავეჯითა და ტექნიკით.
განლაგება მოიცავს საძინებელს, მისაღებ ოთახს (გამოყოფილი ტიხრით), ღია ტიპის სამზარეულოს და სველ წერტილს.
აღჭურვილობაში შედის: დიდი საწოლი, გასაშლელი დივანი, სამზარეულოს მაგიდა და სკამები, დიდი გარდერობი, მაცივარი, გაზქურა, სამზარეულოს ავეჯი და ჭურჭელი, მიკროტალღური ღუმელი, სარეცხი მანქანა, კონდიციონერი, პლაზმური ტელევიზორი, საკაბელო ტელევიზია, Wi-Fi, თეთრეული.
კორპუსს აქვს ლიფტი, რკინის კარი და დაცული სადარბაზო.
კორპუსის მიმდებარედ არის 24/7 სუპერმარკეტები, აფთიაქები, საცხობები, მაღაზიები, ავტობუსის გაჩერება, მეტროსადგური, კაფე-რესტორნები, „მაკდონალდსი“, „საბვეი“ და „ვენდისი“.