ქირავდება ოროთახიანი, მაღალჭერიანი, გარემონტებული, ნათელი ბინა ახალაშენებულ ორსართულიან შენობაში გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ქუჩაზე. ვინაიდან ქუჩაზე არის მხოლოდ საცხოვრებელი სახლები, ახლო მდებარე კაფე-ბარების ხმა არ არღვევს სიმყუდროვეს.
ბინა მდებარეობს 20 წლის წინ აშენებული შენობის პირველ სართულზე, რომელიც წარმოადგენს ბელეტაჟს. ბინას აქვს ინდივიდუალური შესასვლელი ქუჩიდან. აქვს რკინის კარი და "რიკულები" ფანჯრებზე.
ბინაში არის საძინებელი, დიდი მისაღები ოთახი, დიდი სამზარეულო და აბაზანა-ტუალეტი. ყველა ოთახს აქვს დიდი ფანჯრები და ბინაში ჰოლის არსებობის გამო ყველა ოთახი არის იზოლირებული. სამზარეულოს დაგეგმარება და ზომა იძლევა საშუალებას, რომ გამოყენებულ იქნეს როგორც სასადილო, ისე სამუშაო ზონად. ბინაში არის ჩაშენებული დიდი სათავსოები.
ბინაში არის ავეჯი (queen-size ლოგინი და გასაშლელი სავარძლებიც) და ასევე აღჭურვილია მსხვილი და წვრილი ტექნიკით: ტელევიზორი, მაცივარი, სარეცხი მანქანა, საშრობი მანქანა, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, უთო, ელ-ჩაიდანი და ა.შ. ბინაში დამონტაჟებულია ცენტრალური გათბობა, კონდიციონერი, სწრაფი ინტერნეტი. ასევე შესაძლებელია ახალი ჭურჭლით, ბალიშებით, საბნებით და თეთრეულით უზრუნველყოფა.
ადგილმდებარეობა იძლევა საშუალებას იყოთ ქალაქის ცენტრში და ამავდროულად ძალიან წყნარ გარემოში.
ბინის გაქირავების პერიოდი მინიმუმ სამი თვე. სააგენტოებთან თანამშრომლობის გარეშე.