* სასწრაფოდ ქირავდება ბიუჯეტური ვარიანტის, სასტუმროს ტიპის, სუპერ ბინა (წაიკითხე ტექსტი ბოლომდე), სააგენტოს გარეშე, უშუალოდ მეპატრონისგან, მხოლოდ ვაჟბატონ(ებ)ისთვის, დედაქალაქში ხანგრძლივი საცხოვრებელი ვადით და დაბალი ქირის ფასად, კარგ ადგილას, მეტრო "ახმეტელის თეატრის" მიმდებარედ, ხიზანიშვილის ქუჩის #98 გვერდით, ცხრასართულიანი კორპუსის მეხუთე სართულზე, კეთილმოწყობილი და კომფორტული, 4-ოთახიანი ბინის ნახევარი, სასტუმროსავით მორთულ-მოკაზმული, ორ-კაციანი ნომერი "ლუქსი", 2 ოთახი (წყნარი საძინებელი და მყუდრო მისაღები), პანორამული აივნით და ულტრა თანამედროვე სამზარეულოთი.
* აღნიშნული აპარტამენტი (ფასის მიხედვით) გათვალისწინებულია, მოწესრიგებული და დასაქმებული ორი ვაჟბატონისათვის, როგორც ბინა-სასტუმროს ვარიანტი, ორ-კაციანი ნომერი "ლუქსი", ხოლო ბინის დამატებითი გადასახადები ქვითრის მიხედვით მეპატრონესტან ერთად გაიყოფა შუაზე.
* აქვე ცნობისათვის: ბინა-სასტუმროში შემოგაქვს მარტო შენი ტანსაცმელი და გამოსაცვლელი თეთრეული, რადგან აპარტამენტი აბსოლუტურად ყველაფრით უზრუნველყოფილია.
* აქ, მაცხოვრებელი შინაურულად და დაცულად იგრძნობს თავს, რადგან სრული ბინა გახლავთ ოთხ-ოთახიანი, რომლის მეორე ნახევარში, რომელიც გამიჯნულია გამყოფი კედლით ვცხოვრობ მე, როგორც ამ ბინა-სასტუმროს მესაკუთრე, თქვენი უსაფრთხოების გარანტორი, ხელშემწყობი და დამხმარე (შენს) საჭიროებებში.
* სასტუმროს ტიპის კომპაქტურ ბინაში გექნება ცხოვრების ნორმალური პირობები, მშვიდი და წყნარი გარემო, ამავდროულად გაგეწევა უფასო მომსახურების VIP-სერვისი, კონკრეტულად: თქვენი ტანსაცმლის პერიოდულად გარეცხვა - უთქვენოდ.
* ცნობისათვის: კომფორტაბელური სააბაზანო და სამზარეულო ოთახი იქნება – საერთო გამოყენებისთვის.
* ეს ბინა იდეალურია მათთვის, ვინც აფასებს სიმყუდროვეს და სიმშვიდეს სამსახურის შემდგომ მოსასვენებლად, ენერგიის აღსადგენად და წყნარ გარემოში საცხივრებლად. რაშიც ხელს გიწყობთ, პანორამული აივანი, გარშემო მარადმწვანე წიწვოვანი ხეები, ორი დასასვენებელი პარკი, კორპუსის გვერდი-გვერდ 24-საათიანი, სადღეღამისო მარკეტების (აფთიაქების) მუშაობა.
* ქირის საფასური: სასტუმროს მსგავს საცხოვრებელ, ორ-კაციანი ნომერი "ლუქსი", დასაქმებული ორი ვაჟბატონისთვის, მისაღებ ფასად =900 ლარი თვეში, ხოლო ბინის დამატებით კომუნალური გადასახადებზე, მხოლოდ ზამთრის პერიოდში მობინადრე შემეხიდება სიმბოლური ორმოცდაათი ლარით.
* ინფორმაციისთვის: ფოტოები მიდევს, ის რაც ამ ლამაზი ბინის, იმ ნახევრის მხარეს ასახავს, რომელსაც მობინადრე გამოიყენებს - მე სადაც ვიმყოფები მათი ანუ ორი ოთახის სურათები აქ არ მიდევს.
* დაასწარი ქირავნობა სხვას.