გთხოვთ განცხადება ბოლომდე ჩაიკითხეთ.
ბინა ქირავდება პირველად, გათვლილი იყო საკუთარი მოხმარებისთვის, შესაბამისად აღჭურვილია ყველანაირი ტექნიკით. ვეძებ ჩამოყალიბებულ ადამიანს ან ოჯახს რომელიც იქნება კულტურული და უდიერად არ მოეპყრობა ქონებას! სხვა ყველაფერზე შევძლებთ შეთანხმებას ადამიანურად.
ბინა არის იდიალურ ლოკაციაზე, პირველ სართულზე კარფური, წინ ფრესკო, სავაჭრო მოლი, სასოფლო ბაზარი, მარკეტები, აფთიაქები, ბავშთა ბაღი და სკოლა.
კორპუსი არის მოწესრიგებული, დამონტაჟებულია შიდა და გარე კამერები, ეზო არის იზოლირებული და აქვს თავისი საპარკინგე სივრცეები.
ვისთვისაც ეს პირობები მისაღებია და ბინაც ფოტოებში მოწონს გთხოვთ მხოლოდ ის ადამიანები დამიკავშირდით რათა დეტალურად გავიაროთ საკითხები. დაგხვდებათ ის ბინა რასაც ფოტოებში ხედავთ, ბინა დაკეტილია 1 წელია, ტყუილად შესათვალიერებლად ნუ მოხვალთ.