ბინა თავისუფალია 1 სექტემბრიდან
ბინა ქალქის გულში, ყველაზე ცენტრალურ ადგილას, პარკინგით. (იტალიური ეზო). ბინა არის ნათელი, სქელი კედლებით, ზაფხულში ინარჩუნებს სიგრილეს, ზამთარში სითბოს. აღჭურვილია საცხოვრებელად საჭირო ყველანაირი ავეჯით და ტექნიკით. ადგილი არის იდეალური, საიდანაც ქალაქის ნებისმიერ წეტილში მისვლა ადვილია, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ისე მანქანით. მეტრო სადგურ სადგურის მოედნიდან 5 წუთის ფეხით სავალზე, გარშემო არის ყველაფერი, სადღეღამისო მაღაზიები, აფთიაქები, სილამაზის სალონი, ავტობუსის გაჩერება, რკინიგზის სადგური. ასევე ახლო მანძილზე არის რესტორნები, კაფეები. პადელის სათამაშო მოედანი არის ზუსტად ეზოში შესასვლელი კარის გადასწვრივ. ქუჩა არის ცალმხრივი და ამიტომ ძალიან წყნარი
ბინას აქვს საპარკინგე ადგილი, როგორც ეზოში, ასევე ქუჩაზე.
ქირავდება მინიმუმ 3 თვით, დაინტერესების შემთხვევაში, შემიძლია გამოგიგზავნოთ შესასვლელის და ბინის ვიდეო
ფასი არის საბოლოო და არ დააკლდება
არ ვთანამშრომლობ სააგენტოებთან!