ქირავდება 80 კვ.მ.
ნათელი, მყუდრო და სრულად კეთილმოწყობილი ბინა ბაგებში, მშვიდ, ეკოლოგიურად სუფთა და კომფორტულ საცხოვრებელ გარემოში.
ბინა შედგება 2 ნათელი ოთახისგან, მათ შორის ერთი საძინებლისგან.
აქვს იზოლირებული, სრულად აღჭურვილი სამზარეულო ყველა საჭირო საყოფაცხოვრებო ტექნიკით, ასევე ცალკე გარდერობის ოთახი, რაც დამატებით კომფორტსა და სათავსო სივრცეს ქმნის.
ბინას აქვს 2 აივანი, კონდიციონერი, გათბობა და სრულად მოწყობილია საცხოვრებლად.
კორპუსს აქვს დაცული, იზოლირებული და კეთილმოწყობილი გამწვანებული შიდა ეზო.
ბინას ასევე მოყვება ინდივიდუალური საპარკინგე ადგილი -2 სართულზე.
მდებარეობა ძალიან მოსახერხებელია — კორპუსთან ახლოს არის ყველა საჭირო მაღაზია, აფთიაქი და სხვა ყოველდღიური სერვისი, ხოლო ავტობუსის გაჩერება უშუალოდ კორპუსთანაა.
შენობას ემსახურება მამასახლისი, რომელიც უზრუნველყოფს შენობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების ოპერატიულ მოგვარებას.
პირველი და ბოლო თვის ქირის წინასწარ გადახდით