ქირავდება უცხოვრებელი, დიზაინერული ბინა ავლაბარში, სამების ხედით
45 კვ.მ ერთსაძინებლიანი ბინა Avlabari Residence-ის კომპლექსში, იუსტინე აბულაძის ქუჩაზე, მე-4 სართულზე (5-სართულიანი შენობა).
ბინაში არის იზოლირებული საძინებელი, მისაღები გაერთიანებული სამზარეულოთი, სააბაზანო და აივანი, საიდანაც იშლება ხედი სამების საკათედრო ტაძარსა და გამწვანებულ ტერიტორიაზე.
ბინას აქვს 3-მეტრიანი ჭერი და გამოირჩევა ინდივიდუალური დიზაინით, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურულ გადაწყვეტებს, ევროპულ ანტიკვარიატსა და კლასიკურ ელემენტებს. გამოყენებულია მაღალი ხარისხის მოსაპირკეთებელი მასალები, დეკორატიული განათება და ფუნქციური ჩაშენებული კარადები.
რემონტი დასრულების ეტაპზეა. და საბოლოოდ დასრულებას დასჭირდება 2 კვირა.
ბინის უპირატესობებუა ისტორიულ ცენტრთან სიახლოვე, ხედი და გამორჩეული ინტერიერი..
დამატებითი ინფორმაციისთვის დამიკავშირდით.