ქირავდება სრულად გარემონტებული კერძო სახლი პრემიუმ კლასის უბანში.
სახლის საერთო ფართობია 320 კვ.მ, ეზოს ფართობი — 1524 კვ.მ. ეზოში განთავსებულია საცურაო აუზი (4x9 მ) და 120 კვ.მ-ის საკალათბურთო მოედანი, რომელიც იდეალურია როგორც სპორტისთვის, ასევე ყოველდღიური აქტივობებისა და დასვენებისთვის.
სახლი აშენებულია აგურით და გარემონტებულია მაღალი ხარისხის მასალებით. აღჭურვილია თანამედროვე გათბობის სისტემით, კონდინციონერებით ორივე სართულზე და ახალი ფანჯრებით.
I სართული:
• ფართო მისაღები ოთახი ბუხრით
• იზოლირებული სამზარეულო
• დამხმარე/ძიძის ოთახი
• საგარდერობე
• სველი წერტილი
• საშხაპე
• სათავსო ოთახი
• სამრეცხაო
II სართული:
• სათამაშო/სამუშაო სივრცე
• მცირე საძინებელი საკუთარი გარდერობითა და აბაზანით
• იზოლირებული მასტერ ზონა, რომელიც მოიცავს:
— ბავშვის საძინებელს
— გარდერობის ოთახს
— აბაზანას
— მთავარ საძინებელს აუზის ხედით
სახლი იდეალურია ოჯახისთვის, რომელიც ეძებს კომფორტულ, უსაფრთხო და მშვიდ საცხოვრებელ გარემოს.