ბათუმში, თაყაიშვილისა და ჭავჭავაძის ქუჩების კვეთასთან, პრესტიჟულ ლოკაციაზე, ქირავდება კეთილმოწყობილი ბინა უმაღლესი ხარისხის რემონტით.
ბინა სრულად აღჭურვილია კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ავეჯით, თანამედროვე ტექნიკითა და ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ნივთით.
ბინაში დამონტაჟებულია იატაკქვეშა გათბობის სისტემა, რომელიც ჩართვიდან რამდენიმე წუთში უზრუნველყოფს სასიამოვნო ტემპერატურას. გათბობისთვის გამოყენებულია პრემიუმ ხარისხის ბრენდის ქვაბი და კომფორტი და საიმედოობა გარანტირებულია.
აივანზე დამონტაჟებული გათბობის ქვაბის კარადა დამატებით სათავსო სივრცეს მოიცავს.
საცხოვრებელი კომპლექსის ქვეშ არის რამდენიმე სასურსათო მაღაზია, აფთიაქი, თიბისისა და საქართველოს ბანკები და ევექსის კლინიკა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ბინაში ცხოველების ყოლა დაუშვებელია.
ხანგრძლივი ვადით ქირაობის შემთხვევაში შეიძლება ფასზე დალაპარაკებაც.