ქირავდება 1 ოთახიანი ბინა დიდ დიღომში, თინათინის ქუჩაზე. ბინის ფართობია 35 კვ.მ. ის მდებარეობს მე-5 სართულზე, 13-სართულიან კორპუსში, რომელსაც აქვს ლიფტი.
ახალი გარემონტებული ბინა ავეჯითაა. აღჭურვილია მაცივრით, სარეცხი მანქანით, ქურით, სამზარეულოს ტექნიკითა და ტელევიზორით. ბინაში არის ცენტრალური გათბობა, ცხელი და ცივი წყალი, გაზი, კანალიზაცია, ელექტროენერგია, ინტერნეტი და ტელევიზია.
კორპუსი ახლად აშენებულია და ინდივიდუალური პროექტითაა შექმნილი. ტერიტორიაზე არის შლაგბაუმი, კორპუსი აღჭურვილია სამეთვალყურეო კამერებით, ხოლო სადარბაზო იღება მხოლოდ ჩიპით. კორპუსი იმედის კლინიკის გვერდითაა.
შინაური ცხოველები არ დაიშვება.